istoriuli soflebi  
  
 
 

bardisi
ადრეული სახელები პარტიზი, ბარდუსი - ხევი, სოფელი და ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ტაოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბარდისის ხევი მთლიანად მოიცავს ბანისწყლის (ახლანდ. ფენიაკ-ჩაი) მარცხენა შენაკადის ბარდისისწყლის (ახლანდ. ბარდუხ-ჩაი) ხეობას, ბარდისი პირველად იხსენიება „სომხურ გეოგრაფიაში“ (VII საუკუნე) „პარტისაცფორის“ (ბარდისის ხევი) სახელწოდებით. XIV–XVI საუკუნეების ერთი დოკუმენტის მიხედვით, ეს ხეობა ბანის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედის. ბარდისის (ბარდუსის) ციხე და ნაჰიე (ოსმალეთის ადმინისტრაციული ერითეული) ხშირად იხსენიება XVI–XVII საუკუნეების ოსმალურ წყაროებში. ხეობის სოფლები და ისტორიული ძელები შეისწავლა და აღწერა 1907 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა.


ქვეყანა თურქეთი
რაიონი  
კოორდინატები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი